ორშ - შაბ 09:30 - 18:00
სამუშაო საათები

032 2 05 27 27
დაგვირეკეთ

ა.ბელიაშვილი #199
თბილისი, საქართველო




LIFAN-ის სამყარო

LIFAN-ი საქართველოში

კომპანია „ლიფან მოტორსი“ არის ლიფანის პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში . ბრენდი ქართულ ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლიფანის ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილებს, ასევე მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მაღალ– პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ხორციელდება პროფესიონალი ხელოსნების მიერ. გარდა ამისა, ლიფან მოტორსის უპირატესობას წარმოადგენს მისი საგარანტიო მომსახურეობა: 3 წელი ან 100 000 კილომეტრი.

LIFAN-ის შესახებ

Italian Trulli
Lifan მრეწეველობა დაარსდა 1992 წელს. ბევრი სირთულის მიუხედავად, lifan–ი გახდა ერთ–ერთი უმსხვილესი საწარმო ჩინეთში. კომპანია ორიენტირებულია ტექნოლოგიურ განვითარებასა და წარმოებაზე, ავტომობილების, მოტოციკლების და ძრავების გაყიდვასა და ექსპორტზე. კომპანია ასევე აფინანსებს ეკონომიკის ფინანსურ და სპორტულ სექტორებსაც. 2008 წლის ივლისში lifan-მა მიიღო თანხმობა ამერიკული კომპანია AIG-სგან, ერთობლივ წამოებაზე.
2009 წლის ივლისში lifan–მა მიიღო ჯილდო „ეროვნული ბარათი“, როგორც კომპანია,რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის დღიდან ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პატივი მხოლოდ 100 კომპანიას ერგო.
2010 წლის 25 ნოემბერს, ლიფანი იყო პირველი კერძო– საავტომობილო კომპანია, რომლის აქციებიც გავიდა შანხაის საფონდო ბირჟაზე. 2011 წელს lifan–ის გაყიდვები 18.2 მილიარდ იუანს ( 624 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენდა.
დღეისათვის, დარეგისტრირებულია lifan–ის 2005 ეროვნული და საერთაშორისო პატენტი, ამასთან ერთად, კომპანიას წამყვანი პოზიციები უკავია რიგ რეიტინგებში. ინოვაციური განვითარება და ძლიერი კორპორატიური განვითარება ხელს უწყობს lifan–ის წარმატებებს მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ევროპული ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის მოწმობის მიღების შემდეგ, lifan–მა დაიწყო ავტომობილების, მოტიციკლებისა და ძრავების გაყიდვა ევროპის 18 სხვადასხვა ქვეყანაში.
2006 წლიდან lifan motors–ი გავიდა გლობალურ საავტომობილო ბაზარზე. მისი პირველი მოდელი lifan 520 სედანის პრემიერა მოხდა 2008 წლის სექტემბერში, მას მოყვა lifan 620. 2009 წელს კი შედგა, იდეალური ქალაქის მანქანის lifan 320-ის პრემიერა. 2011 წლის ნოემბერში, დუბაის საერთაშორისო ავტოშოუზე ლიფან მოტორსმა თავისი პირველი ქროსოვერის, lifan x60 –ის მსოფლიო პრემიერა გამართა. დღესდღეისობით, კომპანის გააჩნია დაახლოებით 10 000 მაღაზია მთელს მსოფლიოში. დილერის ცენტრები – 42 ქვეყანაში. მათ შორის, საბერძნეთში, რუსეთში, ირანში, ალჟირსა და კოლუმბიაში.
Lifan -ი მნიშვნელოვან ინვესტიციებს აწარმოებს საავტომობილო ინდუსტრიაში. კომპანია აწარმოებს არა მხოლოდ ავტომობილებსა და მინივენებს, არამედ სატვირთო ავტომობილებს, სპეციალურ ავტომობილებსა და ავტობუსებს. ჩინური ავტომობილების საექსპორტო ბაზარზე lifan motors–ი მეორე ადგილზეა. კომპანიის წილი– 11.38%–ს შეადგენს. ლიფან მოტორსის ქარხანა მდებარეობს ჩინეთის ქალაქ ჩონგინგში. ქარხანა მოიცავს 65,000 კვადრატულ მეტრს, სადაც ყოველწლიურად ხდება 150,000 ავტომობილისა და 200.000 ძრავის წარმოება. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ახორციელებენ დასრულებული ავტომობილის ხარისხის შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს ლიფანის ავტომობილების მაღალი ხარისხის გარანტიას.
მიუხედავად იმისა, რომ lifan motors-მა გახსნის დღიდან ძალიან ბევრს მიაღწია, მის მიზნად კვლავ რჩება რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ხელი შეუწყოს ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას. გარდა საავტომობილო ინდუსტრიისა, ლიფანი ზრუნავს ჩინეთის სირTულეების დაძლევასა და ხალხის კეთილდღეობაზე. კომპანიამ გონგჟოში 104 სკოლა გახსნა, რათ დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება.
ისიამოვნე ლიფანით ისიამოვნე ცხოვრებით / enjoy lifan enjoy life!

LIFAN-ი მსოლიოში

ლიფანის პროდუქტების გაყიდვების ქსელი გავრცელებულია სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის, დასავლეთ აზიის, ევროპის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის 167 სხვადასხვა ქვეყანაში. Lifan motors–ის პროდუქცია ამ ეტაპზე ექსპორტირებულია 50–ზე მეტ ქვეყანაში. პროდუქცია გატანილია რუსეთში, აზერბაიჯანში, ეთიოპიაში, ურუგვაისა და ა.შ. ამ დროისთვის, კომპანია აქტიურად ავრცელებს ავტო ფრანშიზას, კომპანიის სტრატეგიის განვითარებისთვის.
ლიფანი მსოფლიოში